სისუფთავეა, მომეწონა ოჯახური ნომერი, კარგი ხედებით, სიმყუდროვით. საუზმეზე ვეღარ დავრჩით, სამწუხაროდ( სასტუმროდან ახლოს ვცხოვრობ, გადავწყვიტეთ ბავშვებთან ერთად ერთი ღამით იქ დარჩენა, აუზით სარგებლობა, ბავშვების გახარება და განტვირთვა, მაგრამ ღამით უფროსს ბავშვს 5 წლისას დაეწყო გულის რევა, ღებინება,
არ ვიცი ზუსტად რას დავუკავშირო, იქ ისეთი არაფერი უჭამია, რაც ჩვენ არა, ვაბრალებ აუზს და მასში უცებ გადაყლაპულ წყალს, აი შიგნით რომ აუზია იმას, იქ გადაეყლაპა წყალი. ღამითვე 1 საათზე უკან წამოვედი, კარგი იქნება თუ ბასეინებს ყურადღება მიექცევა, გამსაკუთრებით მასში დამატებულ სითხეებს. სხვა დროსაც ხშირად დავდიოდით ოჯახით მხოლოდ აუზზე და მსგავსი არაფერი ყოფილა, ახლა განტვირთვოს ნაცვლად ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. საწყენი ისაა კიდევ, გამოსვლის დროს შუაღამით ვუთხარი მიმღებში ბავშვია ცუდად მეთქი, არც დახმარებია შემოთავაზება იყო, არაფერი! ორი ბავშვით ხელში მე და მეუღლე, ჩანთით, კარიც არავის გაუღია, დახმარებახე ლაპარაკიც ზედმეტია!! მხოლოდ გამოჯანმრთელება გვისურვეს ბარათი რომ მივეცი, გულგრილობა და უყურადღებობაა ეგ ჩვეულებრივი. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მსგავსი რაღაცები არ უნდა ეშლებოდეს და მითუმეტეს ქიმიის გადაჭარბება აუზში.
Подробнее